jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერი - ჩატის ოპერატორი
მომწოდებელი: www.imart.ge
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

ინტერნეტ მაღაზია "iMart.ge"-ს გუნდში ვეძებთ მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერს - ჩატის ოპერატორს!

კომპანიის შესახებ:

"აიმარტი" ყველაზე დიდი ონლაინ სავაჭრო პლატფორმაა საქართველოს ბაზარზე. 10 წელზე მეტია ქართველი მომხმარებლის პატარ-პატარა ოცნებებს გრანდიოზულ გეგმებად ვაქცევთ. ჩვენთან მომხმარებელს თითქმის ყველაფრის შეძენა შეუძლია. მიგვაჩნია, რომ ონლაინ მაღაზია უნდა იყოს მაქსიმალურად მოსახერხებელი და უსაფრთხო ნებისმიერი მომხმარებლისთვის. ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე "ყიდვა" ღილაკზე აწკაპუნებს მით უფრო ვრწმუნდებით, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებთ

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

** სრულ ასორტიმენტზე თანამშრომლის სპეციალური ფასი
** კომპანიაში განვითარების შესაძლებლობა
** კომპანია დაგიფინანსებთ ფასიან ტრენინგებსა და მასტერ კლასებს საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან აკადემიებსა და უნივერსიტეტებში
** ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი გაყიდვებიდან (საშუალო ჯამური ანაზღაურება: 1200-დან 1500-ლარამდე)

ძირითადი მოვალეობები:

** ვებგვერდზე ჩაშენებულ ჩატსა და ქოლ ცენტრში შემომავალი ლიდების დამუშავება
** მომხმარებლებთან დაკავშირება, შეკვეთაში არსებული ინფორმაციის გადამოწმება;
** მომხმარებლის მიერ შესყიდულ პროდუქციაზე კონსულტაცია
** მომხმარებლების კონსულტაცია ონლაინ განვადების განაცხადის შევსებისას
** გაყიდვებისა და არსებული პორტფელის გაზრდა

საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:

** სქესი: ნებისმიერი
** მომსახურების, ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები
** MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა; (MS Word, MS Excel)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა
** კომუნიკაბელურობა
** ინიციატივიანობა და მოწესრიგებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდურობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ, შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე career@imart.ge

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერი - ჩატის ოპერატორი!

წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე ვერ განიხილება

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |