jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: ყავის ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

"Coffee LAB/ყავის ლაბორატორია" პირველი ქართული კომპანიაა საქართველოში, რომელმაც specialty ყავის წარმოება დაიწყო 2016 წლიდან. კომპანიაში დღეს დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი. ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულების 5 ფილიალს, აქვს ინდუსტრიული და მარტივი გამოყენების დანადგარების ფართომასშტაბიანი ხაზი, სარესტორნო მიმართულება, B2B მიმართულება 250 პარტნიორით და რაც მთავარია ყავის ადგილობრივი წარმოება.

კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: მცხობელი.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის დადგენილი რეცეპტებითა და სტანდარტების შესაბამისად მომზადება;
** სხვადასხვა სახის პურ-ფუნთუშეულის, კრუასანების და ცომის ნაწარმის მომზადება;
** პროდუქტის ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მცხობლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

** გრაფიკი- კვირაში 5 დღე/დღეში 9 საათი (აუცილებელია ღამის სმენებში მუშაობის შესაძლებლობაც);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით (1000-1500 GEL)
** სამუშაო ადგილი: გიორგი ძოწენიძის #18;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@coffeelab.ge. ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს " ყავის ლაბორატორია" -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |