jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მოლარე, მზარეული
მომწოდებელი: KFC საქართველო
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

"KFC" (Iberia Food Company) აცხადებს ვაკანსიას გუნდის წევრის (მოლარე ან მზარეული) პოზიციაზე.

"KFC" (Kentucky Fried Chicken) ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, რომელიც სპეციალიზებულია ქათმის ხორცის მიმართულებით. პირველი KFC-ის რესტორანი გაიხსნა 1952 წელს ამერიკაში, დღეს კი ის უკვე 120 ქვეყანაზე მეტშია წარმოდგენილი 20 000-მდე რესტორნით.

საქართველოში KFC-ის პირველი რესტორანი 2014 წელს გაიხსნა და უკვე გახსნილია 17 ბრწყინვალე რესტორანი როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.

თუ თქვენ ხართ კომუნიკაბელური, პოზიტიური, პასუხისმგებლობიანი, მეგობრული, და ენერგიული- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კომპანია KFC-ში! თქვენ აქ გელოდებათ საინტერესო სამუშაო, მრავალფეროვანი გამოცდილება, ბევრი მეგობარი, კარიერული წინსვლა და კომფორტული სამუშაო პირობები!

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1000 ლარიდან;
** ბონუსები შესრულებული სამუშაოს შედეგების მიხედვით;
** სრული განაკვეთი (მცოცავი გრაფიკი თქვენი სურვილისამებრ);
** სტუდენტებზე ხელშეწყობა ცხრილში;
** განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა მასშტაბურ საერთაშორისო კომპანიაში.

ბენეფიტები:

** დაზღვევა;
** საღამოს ცვლაში კორპორატიული ტაქსით სარგებლობა;
** კვებაზე ფასდაკლება;
** ფიტპასი (სურვილის შემთხვევაში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ საშუალო განათლება;
** ქართულად გამართულად და თავისუფლად მეტყველება და წერა.

ფუნქცია/მოვალეობები:

მზარეული:

** კერძების მომზადება;
** სტანდარტების დაცვა;
** სისუფთავის დაცვა რესტორანში.

მოლარე:

** სტუმრების მომსახურება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
** სტანდარტების დაცვა;
** სისუფთავის დაცვა რესტორანში.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი СV მეილზე: jobs@ifc.ge ან ეწვიეთ სასურველ ფილიალს და შეავსეთ ადგილზე ანკეტა.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |