jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: მედიქალ ვორლდი
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

კომპანია "მედიქალ ვორლდი" საქართველოს ბაზარზე 2003 წლიდან ოპერირებს და მას შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად ახორციელებს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს.

"მედიქალ ვორლდი" ფლობს ასევე საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლაბორატორიების ქსელს, რომელიც "მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის" სახელითაა ცნობილი.

"Medical World Spa&Wellnes"-ი კი ჰოლდინგში შემავალი კიდევ ერთი კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე.

2023 წლიდან "მედიქალ ვორლდის" ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი "MED 11", რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.

"მედიქალ ვორლდის" გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

"მედიქალ ვორლდი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, ესმა ონიანის №32;
სამუშაო გრაფიკი: სრული; ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00) საათი
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით.

სამუშაოს აღწერა:

** ადამიანური რესურსების ზოგადი პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და მართვა;
** თანამშრომლების შერჩევის პროცესის მართვა;
** ხელშეკრულებების გაფორმება, განახლება და შესაბამის ბრძანებებთან/დოკუმენტებთან მუშაობა;
** სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობა;
** თანამშრომელთა მოტივაციაზე და განვითარებაზე ზრუნვა;
** თანამშრომელთა შვებულების მონიტორინგი;
** კომპანიის შინაგანაწესისა და თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის შედგენა და საჭიროების შემთხვევაში პერიოდული განახლება;
** ახლად აყვანილი თანამშრომლების ინტეგრაციისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
** ორგანიზაციაში ჯანსაღი და გუნდური გარემოს უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** ორგანიზებულობა.

კანდიდატები, გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

ჩვენთან დაგხვდებათ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** ეფექტურ სადაზღვევო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა (თანადაფინანსება);
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა.

ბენეფიტები: ფასდაკლება ლაბორატორიაში არსებულ ანალიზებზე.

"მედიქალ ვორლდის" შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://mworld.ge/

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იყოს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ. ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |