jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: www.imart.ge
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

ინტერნეტ მაღაზია "iMart.ge"-ს გუნდში ვეძებთ კონტენტ მენეჯერს!

კომპანიის შესახებ:

"აიმარტი" ყველაზე დიდი ონლაინ სავაჭრო პლატფორმაა საქართველოს ბაზარზე. 10 წელზე მეტია ქართველი მომხმარებლის პატარ-პატარა ოცნებებს გრანდიოზულ გეგმებად ვაქცევთ. ჩვენთან მომხმარებელს თითქმის ყველაფრის შეძენა შეუძლია. მიგვაჩნია, რომ ონლაინ მაღაზია უნდა იყოს მაქსიმალურად მოსახერხებელი და უსაფრთხო ნებისმიერი მომხმარებლისთვის. ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე "ყიდვა" ღილაკზე აწკაპუნებს მით უფრო ვრწმუნდებით, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებთ

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

** ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 19:00-მდე, შაბათი და კვირა დასვენება (კვირის 5 სამუშაო დღიდან 2 დისტანციური დღე)
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი ინდივიდუალური გეგმის შესრულებიდან საშუალოდ 980-დან 1150 ლარამდე!
** სრულ ასორტიმენტზე თანამშრომლის სპეციალური ფასი
** კომპანიაში, თქვენი სურვილიდან გამომდინარე, გექნებათ განვითარებისა და მაღალ პოზიციებზე გადასვლის შესაძლებლობა
** კომპანია დაგიფინანსებთ ფასიან ტრენინგებსა და კურსებს საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან აკადემიებსა და უნივერსიტეტებში

რა იქნება შენი მოვალეობები?

** საიტზე პროდუქტის მახასიათებლების, სურათების, დასახელებების, ანოტაციების დამუშავება და ატვირთვა;
** პარტნიორი კომპანიებისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არსებული კონტენტის შემოწმება, კონტროლი, განახლება;
** საიტზე ინფორმაციის (პროდუქტების, აღწერების, ფილტრების) სწორი განლაგება;
** მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების გასწორება, აღმოფხვრა, ან შესაბამის დეპარტამენტში გადამისამართება.
** პრაის ლისტის დამუშავება და ანალიზი
** საჭიროების შემთხვევაში კორპორაციულ მომწოდებლებთან შეხვედრა და სამომავლო ურთიერთობისთვის სტრატეგიის შემუშავება

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** წერის, თარგმნისა და კონტენტის შექმნის უნარი
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი
** შემოქმედებითობის მაღალი დონე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** Microsoft Office (Excel, Word, PPT) საშუალო დონეზე ცოდნა

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გადმოგვიგზავნეთ ელფოსტაზე career@imart.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: კონტენტ მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |