შპს "ვესტ პოინტი" ქალაქ ქუთაისში ჟ.შარტავას ქ. #2 მდებარე სავაჭრო ცენტრში აცხადებს ვაკანსიას PR/მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00, შაბათი: 10:00-15:00 (შესვენება 1 სთ)
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ცნობადობის გაზრდა;
** სავაჭრო ცენტრის არსებულ კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრების, პრეზენტაციების, აქტივობების, ღონისძიებებისა და საინფორმაციო კამპანიების მომზადება;
** კომპანიის PR/მარკეტინგული სტრატეგიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამოქმედო გეგმების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;
** კომპანიის სოციალური ქსელების გაუმჯობესება, ინფორმაციის განთავსება, მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მართვა და კოორდინირება;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიის PR/მარკეტინგული სტრატეგიის მართვას;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება. (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
** მარკეტინგისა და პიარ ანალიზის მართვის ცოდნა;
** სოციალური მედიის (Facebook, Instagram, etc.) ცოდნა;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** კომპიუტერული (MS Office) პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** კომუნიკაბელურობა, კრეატიულობა;
** ინფორმაციის ანალიზისა და გადაცემის უნარი;
** კონცენტრირებულად და შედეგიანად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: akajaia21@gmail.com და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!