Pullman Tbilisi Axis Towers Accor-ის ჯგუფის პირველი პრემიუმ-კლასის სასტუმროა საქართველოში. თბილისის ყველაზე მაღალსართულიან შენობაში განთავსებული ულტრათანამედროვე, გამორჩეული კონცეფციის მქონე სასტუმრო იდეალური ადგილია როგორც დასვენებისთვის, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის.
218 დახვეწილი დიზაინის ოთახი, 2000 მ2-ზე განლაგებული საკონფერენციო სივრცე, რესტორანი და ბარი ქალაქის პანორამული ხედებით - ის გამორჩეული გარემოა, სადაც საქმე და დასვენება იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.
ჩვენ ვეძებთ ოთახების დიასახლისს, რომლის პასუხისმგებლობები და ძირითადი სამუშაო ფუნქციები მოიცავს:
** დავალების მიხედვით ყველა ოთახის დალაგება-დასუფთავება;
** დაზიანებული ან დაკარგული ნივთების შესახებ ინფორმაციის შეტყობინება;
** საწმენდი საშუალებების და აღჭურვილობის სათანადო გამოყენება;
** სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა;
** ტექნიკური ხარვეზების შესახებ შეტყობინება, რომლებიც საჭიროებს დაუყოვნებლივ ყურადღებას;
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: careers@pullmantbilisi.com
"CV-ის გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, CV-ის გამოგზავნიდან არაუმეტეს 2 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია, დამსაქმებელმა თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია განიხილოს სხვა პოზიციაზე".