jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: რუმს სერვისის მიმტანი - ჰოლიდეი ინნ
მომწოდებელი: რუმს
გამოქვეყნდა: 2 მაისი / განცხადების ვადა: 1 ივნისი

შპს "რუმს ჰოტელს ლაბი", რომლის ოპერირების ქვეშ არის შემდეგი ობიექტები: Rooms Kazbegi, Rooms Tbilisi, Rooms Kokhta, Rooms Batumi, Holiday Inn Tbilisi აცხადებს ვაკანსიას "Holiday Inn Tbilisi"-ს რუმს სერვისის მიმტანის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრის შეკვეთების მიღება და დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
** დროულად ალაგების და ურიკების გატანის უზრუნველყოფა;
** მენიუში შემავალი სასმელებისა და საკვების შემადგენლობების ზედმიწევნით ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციის გაწევა;
** სამუშაო ადგილას სისუფთავის შენარჩუნება;
** სამზარეულოს, შეკვეთის მიმღებსა და სერვისის გუნდის წევრებს შორის სწორი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** სტუმრის კომენტარების გათვალისწინება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება.

საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** განათლება კვებისა და სასმლის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;

დამატებითი სარგებელი:

** პროფესიული განვითარება;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** დაზღვევა;
** კვება;
** რუმსის ობიექტებზე კორპორატიული ფასდაკლება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@hi-tbilisi.com და სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |