jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: წყალი მარგებელი
გამოქვეყნდა: 2 მაისი / განცხადების ვადა: 2 ივნისი

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი კომპანია "წყალი მარგებელი" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** კონტენტის სტრატეგიის მომზადება და ამის მიხედვით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა განხორციელება და შედეგების მონიტორინგი
** კონტენტის მასალის ანალიზი და დამუშავება
** მარკეტინგულ საკომუნიკაციო არხებში განსათავსებელი ტექსტური თუ ვიზუალური კონტენტის შემუშავება
** სხვადასხვა კამპანიებზე მუშაობა და ამის ფარგლებში კრეატიული ქოფების მომზადება
** გრამატიკულად გამართული, შემოქმედებითი და თემატური პოსტების განთავსება სოციალურ ქსელებში
** ვიზუალური მასალისათვის გრაფიკულ დიზაინერებთან თანამშრომლობა; მათთვის კომპანიის მიზნების შესაბამისი რეფერენსების მიწოდება
** კონტენტის მუდმივი მონიტორინგი, რედაქტირება და მართვა
** გუნდთან ერთად კამპანიებისათვის ახალ, ინოვაციურ იდეებზე მუშაობა და მათი განხორციელება
** ბაზრის კვლევა და კონკურენტების მუდმივი მონიტორინგი
** ბრენდების ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაცია მათი ლოიალურობის გაზრდის მიზნით
** შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი შემდგომი გაუმჯობესებების მიზნით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS office)

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების ძლიერი უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ანალიტიკური აზროვნება
** მოლაპარაკებების წარმართის უნარი
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: vacancy@nabeghlavi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |