jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კლინიკური მენეჯერი
მომწოდებელი: საზღვაო ჰოსპიტალი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

სს "საზღვაო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას კლინიკური მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

მოვალეობები და კონკრეტული ფუნქციები:

** სამედიცინო სფეროში კლინიკის საქმიანობის ეფექტურობის უზრუნველყოფა;
** სტაციონარის ადმინისტრირების საკითხები;
** ხარისხის მართვის პრობლემები. ხარისხის მართვის გეგმის შედგენა და მისი განხორციელება;
** ინფექციური კონტროლი სტაციონარში. ჰოსპიტალური ინფექციების პროფილაქტიკა;
** სტაციონარის ეკონომიკური განვითარება საბაზრო ურთიერთობის პირობებში, ბიზნეს გეგმების შედგენა;
** სტატისტიკური ანგარიშგებების განხილვას;
** ნოზოკომიური ინფექციების კონტროლი;
** სტაციონარული ანგარიშგებების მონიტორინგი
** საყოველთაო დაზღვევის სისტემასთან და კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის საკითხები;
** ფუნქციების დელეგირება და საჭირო საოფისე სისტემების დაგეგმარება;
** ექიმებისა და საშუალო სამედიცინო პერსონალის ხელმძღვანელობა, მოტივაციის პრინციპი და მართვის პროცესში წარმოქმნილი კონფლიქტების კონტროლი;
** მისცეს რეკომენდაციები და დავალებები მის დაქვემდებარებაში არსებულ პერსონალს და გააკონტროლოს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი;
** მოითხოვოს ადმინისტრაციისგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო და სხვა პირობების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამედიცინო დაწესებულებაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე (მ.შ. სამედიცინო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის (განყოფილება, დეპარტამენტი და სხვ.) ხელმძღვანელი) 1 წლის მუშაობის სტაჟის არსებობა
** კლინიკური მენეჯერის სერტიფიკატი

უნარ-ჩვევები:

** ჯანდაცვის კანონმდებლობა;
** ექიმის ეთიკის კოდექსი;
** ექიმისა და პაციენტის ურთიერთობების საფუძვლები;
** ბიოეთიკის თანამედროვე პრინციპების გამოყენება პრაქტიკულ საქმიანობაში;
** საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპები;
** შემთხვევათა პრეზენტაცია;
** კომუნიკაცია და ურთიერთობები პაციენტებთან და კოლეგებთან;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელობა;

ანაზღაურება ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები (3000-8000 ლარის შუალედში)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV გამოგზავნოთ ელექტრონულად მისამართზე: office@mh.com.ge. გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ "კლინიკური მენეჯერი".

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 13 ივნისი.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |