jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შშმ ბავშვის მომვლელი
მომწოდებელი: სტუდია ეი-დი-სი
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 31 მაისი

ა (ა)იპ "სტუდია ეიდისი" აცხადებს კონკურსს "განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში" შშმ ბავშვის მომვლელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ქალაქ თბილისში.

"სტუდია ეიდისი" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია 1999 წელს. ორგანიზაციის მისიაა სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის მიმდინარე პროცესებში. ამ კატეგორიის ადამიანების და მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა და მათი ოჯახების გაძლიერება.

მომვლელის ფუნქცია-მოვალეობები:

1. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი;
2. მოსარგებლის მოვლა და დახმარება კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში.

ორგანიზაცია იზრუნებს თქვენი პროფესიული ცოდნის განვითარებაზე ტრენინგების ჩატარების გზით.

განცხადების წარმოდგენის პროცედურები:

შერჩევა იწარმოებს 2 ეტაპად:

ა) ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა
ბ) გასაუბრება.

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარადგინოს რეზიუმე (CV).

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 31 მაისი

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: studioadc.georgia@gmail.com "Subject" ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დარეკეთ: 599 94 92 15 გვანცა კალანდაძე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |