jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: 1C ოპერატორი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

ბიბლუსი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** "ნომენკლატურის ბაზის ადმინისტრირება;
** "ახალი კონტრაგენტის დამატება - მომწოდებლის ან კლიენტის რეკვიზიტები, ხელშეკრულება, შეთანხმება, ანგარიშსწორების პირობები და აშ;
** "ახალი ნომენკლატურის დამატება;
** "ახალი ჯგუფების დამატება;
** "ქსელში საცალო ფასის ატვირთვა;
** "მომარაგების განრიგის და ზღვრების ატვირთვა;
** "ქსელის ფასდაკლებების ატვირთვა;
** "რეალიზაციის დოკუმენტის გაფორმება

ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე, მინიმუმ 2 წელი მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

სამუშაო გრაფიკი: სრული;
ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@biblusi.ge და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (1c ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |