jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

"GASTRONOME GROUP"-ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით.

"GASTRONOME GROUP"-ის გუნდში ვეძებთ სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს მზარეულის პოზიციაზე, იტალიურ სამზარეულოში.

ჩვენ გთავაზობთ:

** საუკეთესო ბრენდ შეფების მიერ ჩატარებულ მასტერკლასს;
** პროფესიული სწავლის საშუალებას;
** 40 საათიან სამუშაო კვირას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

მოვალეობები:

** კერძების დროული და ხარისხიანი მომზადება შეკვეთების შესაბამისად;
** რეცეპტურის სიზუსტით დაცვა;
** სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა;
** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;

მოთხოვნები:

** აუცილებელია მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მზარეულის პოზიციაზე;
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც გამოცდილება აქვს იტალიური სამზარეულოს მიმართულებით
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და ღირებულებები ზუსტად შეესაბამება ჩვენს მაღალ სტანდარტებს, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@gastronome.ge.

აუცილებელია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |