jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კომპენსაციებისა და ბენეფიტების სპეციალისტი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მართავს.

"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 24 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 8500-მდე ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.

თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას კომპენსაციებისა და ბენეფიტების სპეციალისტის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მასშტაბით სახელფასო სისტემის პროგრამული მართვა;
** შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და პროგრამული უზრუნველყოფა;
** Payroll-ის ფაილის პროგრამული დამუშავება და დაანგარიშება ყოველთვიურად, თანამშრომლების მზა სახელფასო ფაილების თავმოყრა და ვაბაკოში ატვირთვა;
** არსებული საბონუსე სქემის შესაბამისად, ინფორმაციის დამუშავება, დაანგარიშება და გადარიცხვისთვის მომზადება (როგორც ადმინისტრაციის, ისე სავაჭრო ობიექტების საბონუსე სქემის მართვა/დამუშავება);
** ხელფასების დარიცხვა და საბოლოო უწყისის გენერირება;
** ექსელის საბოლოო ფაილის მომზადება და მიწოდება ბუღალტერიისთვის;
** ყოველთვიური სახელფასო რეპორტის მომზადება ფინანსური დეპარტამენტისათვის;
** მონაცემთა ბაზის ანალიზი და საჭიროებისამებრ, რეპორტების მომზადება ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების, ფინანსური და სხვა დეპარტამენტებისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 ან 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია რითეილში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პროგრამა ვაბაკოში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების (MS Office), განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება სს "ნიკორა ტრეიდისა" ს/კ 206255808 და უფლებამოსილი პირის - შპს "თი.დი.ჯი კონსალტინგის" ს/კ 405123049 (რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ქუჩიშვილის ქ., N 18, სართული 1, საოფისე ფართი N2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე info@nikoratrade.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორა ტრეიდის" ს/კ 206255808 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე -  jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კომპენსაციებისა და ბენეფიტების სპეციალისტი ".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |