jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: 9 მთა
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 31 მაისი

"9 მთა" პირველი კრაფტ ლუდის სივრცეა თბილისსა და ბათუმში. ლუდის ნაირსახეობების გარდა, ბარში სტუმრებს მრავალფეროვან კერძებსაც ვთავაზობთ.

ქართული კრაფტ ლუდი "9 მთა"-ს უნიკალურობა, მის ხელით შექმნაში მდგომარეობს. "9 მთა" სპეციალურად ქართველი მომხმარებლისთვის ნორვეგიაში შეიქმნა. ბრენდის მიზანია, ქართული ლუდის სამყაროს დახვეწა, გამრავალფეროვნება და საქართველოში კრაფტ ლუდის კულტურის ჩამოყალიბება.

"ბარი 9 მთა" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში მიმტანის პოზიციაზე

ანაზღაურება თვეში: 900 ლარი
გრაფიკი 5 დღე 9 საათიანი, 2 დღე დასვენება

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** რესტორნის მომხმარებლებისათვის მომსახურების გაწევა;
** მენიუს და სასმელების სიის ზედმიწევნით ცოდნა და მათი აღწერა დაინტერესებული სტუმრებისთვის;
** მიმტანის სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მიმტანის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
** ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** თბილ და მეგობრულ გარემოს
** კვებით და ტრანსპორტით უზრუნველყოფას
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: lileabeslamidze5545@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე 595891181

ვაკანსიის ვადა 8 მაისი - 31 მაისი.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |