jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ოჯახის ექიმი
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას პირველადი ჯანდაცვის სამსახურში ოჯახის ექიმის პოზიციაზე ქ. რუსთავში.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, მესხიშვილის ქ. 1ა. "რუსთავის N2 სამკურნალო - დიაგნოსტიკური ცენტრი"
სამუშაო განრიგი: ორშაბათ-პარასკევი, 10:00-დან 17:00-მდე, შაბათი 10:00-დან 14:00-მდე (თვეში 2 შაბათი).

ფუნქცია-მოვალეობები

** სადაზღვევო კომპანია "არდის" ბენეფიციართათვის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა პირველადი ჯანდაცვის კომპეტენციის ფარგლებში;
** პაციენტის კონსულტირება, სრულყოფილი ანამნეზის შეკრება და გასინჯვა;
** პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება: კლინიკური დიაგნოზის დასმა ან დიფერენციალური დიაგნოზისათვის საჭირო კლინიკო-ლაბორატორიული კვლევებისა და/ან სპეციალისტის კონსულტაციის უზრუნველყოფა;
** მიღებულ პაციენტთა შემდგომი მეთვალყურეობა;
** ქრონიკული დაავადებით დაავადებულ პაციენტთა უწყვეტი მეთვალყურეობა;
** პაციენტთათვის პროფილაქტიკური კვლევების და/ან სხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა/უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში პაციენტის პრე და პოსტსტაციონარული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილი წარმოება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (ამბულატორიული ბარათები, კურსუსები, პაციენტთა რეგისტრაციის ჟურნალები);
** სადაზღვევო კომპანია "არდის" დაზღვევის პროდუქტების სრულყოფილი ცოდნა;
** სადაზღვევო კომპანია "არდის" ოჯახის/პირად ექიმთა პაციენტთა მომსახურების სტანდარტის დაცვა;
** კორპორატიული და სამედიცინო ეთიკის საკითხების დაცვა;
** ცოდნისა და უნარ-ჩვევების მუდმივი განახლება;

განათლება:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** რეზიდენტურის სრული კურსი საოჯახო მედიცინაში;
** ოჯახის ექიმის ლიცენზია;
** ოჯახის ექიმად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული კლინიკური და საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
** ინგლისური (B1-B2)
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, Excel, MS Office, E-mail).

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: Career@ardi.ge. გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ოჯახის ექიმი".

სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |