jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: HR ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: L’occitane Group
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

ფრანგული კოსმეტიკური ბრენდი "L`Occitane Group" აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე, საქართველოში.

"L`Occitane en Provence" მთელს მსოფლიოში 1976 წლიდან 3000-ზე მეტ ყვითელ ბუტიკს აერთიანებს, მათ შორის საქართველოში. გვეამაყება, რომ საერთაშორისო ჯგუფი, 9 წამყვანი სილამაზის ბრენდით არის წარმოდგენილი მსოფლიოს 93 ქვეყანაში. მათ შორის არიან Erborian, Melvita, Elemis, Sol de Janeiro და სხვა მსოფლიო სილამაზის ინდუსტრიის წამყავნი ბრენდები.

ლოქსიტანის ბუტიკები მდებარეობს ქ. თბილისში: ი. ჭავჭავაძის გამზ.#40-ში, სითი მოლში და გალერია თბილისში და ონლაინ - https://ge.loccitane.com/

ადგილმდებარეობა: თბილისი, ლვოვის ქ. 92
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** HR სტრუქტურისა და ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება;
** თანამშრომელთა შერჩევის, მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტება და დასაქმების პროცესის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლების მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის ადმინისტრირება;
** კომპანიაში არსებული დოკუმენტაციის წარმოება.
** HR სოფტის დანერგვა და მართვა;
** სამუშაო აღწერილობების პერიოდული განახლება;
** ზრუნვა თანამშრომლების შიდა კომუნიკაციაზე მარკეტინგისა და პიარ სამსახურის მხარდაჭერით, მათ მოტივაციაზე, კმაყოფილებაზე და კომპანიისადმი ლოიალობის ამაღლებაზე.
** განსაზღვროს თანამშრომლების კვალიფიკაციის დონე, გამოავლინოს პრობლემური საკითხები და დაეხმაროს გუნდს მათ გადაჭრის გზების მოძიებაში;
** განსაზღვროს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საჭირო ტრენინგების ჩატარების აუცილებლობა და უზრუნველყოს აღნიშნული პროცესი;
** მონაწილეობა მიიღოს თანამშრომლების სამოტივაციო სისტემების დანერგვაში, KPI მაჩვენებლების დახვეწაში, განვითარებაში;
** პერიოდულად ჩაატაროს კვლევები თანამშრომლების შრომითი კმაყოფილების დონის შესაფასებლად.
** იზრუნოს შიდა კორპორატიული კულტურის განვითარებაზე და მოახდინოს სხვადასხვა აქტივობების ინიცირება გუნდის გაძლიერების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ფსიქოლოგიის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად;
** აუცილებელია HR პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
** ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 ან C1 დონე
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PPT)
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** რითეილ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** განვითარებაზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი
** ორგანიზებულობის და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალ და მზარდ ანაზღაურებას.
** სოციალურ პაკეტს - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა, აუზის და ფიტნესის პაკეტს.
** სტაბილურ და მუშა გარემოს.
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები მისამართზე: vacancy@loccitane.ge, არ დაგავიწყდეთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "HR ადმინისტრაციული მენეჯერი".

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

მადლობას გიხდით ყველა დაინტერესებულ პირს და გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |