jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: EGT Georgia
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

საერთაშორისო კომპანია "EGT Georgia" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე თბილისისა და ბათუმის ოფისში. შერჩეულ კანდიდატს შევასწავლით კომპანიის მიერ წარმოებული აპარატურის დიაგნოსტიკასა და შეკეთებას.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მიერ წარმოებული აპარატურის ინსტალაცია, დეინსტალაცია;
** აპარატურის გადაადგილება ობიექტის ტერიტორიაზე;
** კომპანიის მიერ წარმოებული აპარატურის მოდიფიკაცია;
** მორიგეობის პერიოდში გამოძახებებზე სიარული, დაზიანებების აღმოფხვრა და ხარვეზების შეკეთება

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკურ დარგში;
** ელექტრო მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** 1 წლიანი გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში;
** აუცილებელია მართვის მოწმობა - B კატეგორია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილებით (მექანიკური გადაცემათა კოლოფი)

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
** სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ მზარდ ანაზღაურებას;
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: career-georgia@egt.com სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ფილიალი: "ტექნიკური სპეციალისტი".

ველით თქვენს განაცხადს და გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |