jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: მაღაზიათა ქსელი კოსმეტიკა
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

მაღაზიათა ქსელი "კოსმეტიკა" აცხადებს კონკურსს მოლარე-კონსულტანტების ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: "თბილისი ცენტრალი" ვაგზლის მოედანი #2
"სითი მოლი საბურთალო" ქავთარაძის #1
სამუშაო გრაფიკი - 10:00 დან 16:00 მდე და 16:00 დან 22:00 მდე
ანაზღაურება - (ბონუსების სისტემა) საშუალოდ - 800 ლარი

მოვალეობები:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** პროდუქციის დახლებზე განთავსება მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** მომხმარებლისათვის განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: davitmachavariani@hotmail.com subject-ში მიუთითეთ რომელი ვაკანსიით ხართ დაინტერესებული.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |