jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Communal Company
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

კომპანია "Communal Company" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითად ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მიმდინარე საბუღალტრო საქმის წარმართვა: პირველადი დოკუმენტების მიხედვით ოპერაციების შესრულება ბუღალტრულ პროგრამაში;
** საქონლისა და მომსახურების შეძენის ოპერაციების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში და შესაბამისი ანგარიშების კონტროლი;
** სამივლინებო დოკუმენტაციების მიხედვით შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება და მონიტორინგი;
** მიმდინარე ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე;
** ბანკის ამონაწერის და სალაროს ოპერაციების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში, გადარიცხვის დავალებების მომზადება ბანკის ელექტრონულ გვერდზე;
** სავალუტო ოპერაციების აღრიცხვა/მონიტორინგი, სავალუტო ნაშთების სისწორის უზრუნველყოფა (გადაფასების ოპერაციების შესრულება);
** დებიტორული მოთხოვნებისა და კრედიტორული დავალიანებების ნაშთების სისწორის კონტროლი;
** კომპანიის ყოველთვიური დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება მისი კომპეტენციის ფარგლებში

მოთხოვნებით:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური ან ეკონომიკური მიმართულებით.
** სასურველია გავლილი ჰქონდეს ACCA-ს მინიმუმ ერთი დონე;
** სასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა საოფისე (ექსელი, ვორდი) და ბუღალტრული პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე.

პიროვნული თვისებები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კრიტიკული, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დამატებითი ინფორმაცია:

** ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ე.ნინოშვილის #56

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

წერითი დავალება:

** ხანგრძლივობა: 40 -50 წუთი
** წერითი დავალების თემა: თეორიული/პრაქტიკული ცოდნის შემოწმება ბუღალტერიასა და ფინანსებში
** გასაუბრება - პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: people@communalcompany.com; nino@communalcompany.com

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს:

https://communalhotels.com/
https://wellerrestaurant.com/
https://madre-restaurant.com/



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |