jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გადამზიდი
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით "Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა."

"შარმ ტრეიდინგი", აცხადებს ვაკანსიას გადამზიდის (დისტრიბუტორის) პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: მარნეული
სამუშაო დრო: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 08:00 სთ - 17:00 სთ
ანაზღაურება: B კატეგორია საშუალო 1200 ლარი; C კატეგორია საშუალო 1500 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტების მომარაგება არსებული შეკვეთების შესაბამისად, კომპანიის კუთვნილი ავტომობილებით
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება

რას გთავაზობთ:

** ტრანსპორტირება სამუშაო ადგილამდე
** ჯანმრთელობის დაზღვევა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა C კატეგორია (სასურველია)
** განიხილება B კატეგორიის მართვის მოწმობაც

დამატებითი უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარე
** ორგანიზებული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV მეილზე: vacancy@sharmtrading.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "დისტრიბუტორი".

"შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |