jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კომერციული ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

"ბიბლუსი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული ანალიტიკოსის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** "გაყიდვების, შესყიდვების, მარაგებისა და მარკეტინგული აქტივობების შეფასებისთვის ანალიტიკური ფორმების შემუშავება;
** "დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება;
** "სტატისტიკური და ფინანსური პარამეტრების გამოყვანა;
** "შედეგების ანალიზი;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება;

ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:

** ბიზნესის, ეკონომიკის ან მათემატიკის მიმართულებით უმაღლესი განათლება;
** Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე;
** Microsoft Power BI-ს ცოდნა მაღალ დონეზე;
** 1C-ში მუშაობის გამოცდილება რეპორტინგის ნაწილში;
** SQL-ში მუშაობის გამოცდილება მინიმალურ დონეზე;
** რეპორტინგისა და ანალიტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Office 365 Admin Center მართვა;

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;

სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@biblusi.ge და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (კომერციული ანალიზის და რეპორტინგის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |