jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: BergHOFF
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

საფირმო მაღაზიათა ქსელი "BergHOFF" ეძებს საკუთარი გუნდისთვის აქტიურ, კომუნიკაბელურ და მიზანდასახულ პირებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქავთარაძის #1 სავაჭრო ცენტრი, City Mall

შენ გელოდება საინტერესო სამსახური და დიდი შესაძლებლობები!

შენ იდეალურად გვერგები, თუ:

** ცხოვრობ აქტიური ცხოვრების წესით;
** ფლობ კარგ კომუნიკაბელურ უნარ-ჩვევებს, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა;
** გულწრფელად უდგები ყველა მყიდველს და მათ მოთხოვნებს;
** ფლობ უცხო ენებს ინგლისურს/რუსულს და სხვა;
** მზად ხარ მიიღო ახალი ცოდნა, გაიზარდო და განვითარდე ჩვენს ქსელთან ერთად;
** ყოველთვის ხარ კარგ ხასიათზე და პოზიტიურად ხარ განწყობილი ყველასთან მიმართებაში!

არ არის აუცილებელი, მაგრამ უპირატესობას მოგანიჭებს, თუ:

** გაგაჩნია გამოცდილება გაყიდვებში;
** გიზიდავს კულინარია.

ჩვენთან შენ შეძლებ:

** მიიღო კონკურენტუნარიანი ხელფასი და პრემიები ზუსტად განსაზღვრულ დროსა და რიცხვში;
** იმუშაო კომფორტული გრაფიკით;
** იმუშაო ქალაქის ხარისხიან და პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრებში, ლამაზ და თანამედროვე მაღაზიებში და რაც მთავარია ხარისხიან პროდუქციასთან;
** მიიღო შესაძლებლობა გაიზარდო კარიერულად და მართო მაღაზია!

ანაზღაურება მოჭრილი + ნავაჭრის პროცენტი ჯამში საშუალოდ 1000-1500₾

რას აკეთებენ თანამშრომლები:

** პირველ რიგში ასრულებენ გაყიდვების გეგმებს;
** სიხარულით და გულწრფელად ხვდებიან ყველა სტუმარს რომელიც შემოდის მაღაზიაში;
** აქტიურად მუშაობენ სავაჭრო დარბაზში, უწევენ კონსულტაციას და ეხმარებიან პროდუქციის შერჩევაში;
** იცავენ სისუფთავეს მაღაზიაში;
** იღებენ პროდუქციას და ლამაზად აწყობენ მას თაროებზე;
** მუშაობენ სალაროსთან.

თუ ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი შენზე წერია, გამოაგზავნე შენი რეზიუმე და შეუერთდი ჩვენს გუნდს!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ფოტოსურათი ელფოსტაზე: berghoff.hr@gmail.com

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |