jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ქართული ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: ქართულ-ევროპული განათლების აკადემია VETO
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

"ქართულ-ევროპული განათლების აკადემია ვეტო" არის აბიტურიენტთა მოსამზადებელი სასწავლო ცენტრი, რომელიც უკვე თხუთმეტი წელია წარმატებით ფუნქციონირებს საგანმანათლებლო სფეროში და დღემდე ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას აბიტურიენტთა მომზადებაში. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ პედაგოგთა შერჩევასა და გადამზადებას. თითოეული კანდიდატი შერჩევა კონკურსის წესით.

"ქართულ-ევროპული განათლების აკადემია ვეტო" აცხადებს ვაკანსიას ქართული ენის მასწავლებლის პოზიციაზე.

შეირჩევა ორი კადრი - ძირითადი მასწავლებელი და დამხმარე მასწავლებელი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პროფესიული უნარები:

** უმაღლესი განათლება სპეციალობით აუცილებელია (კვალიფიკაცია: ქართული ენის ფილოლოგი);
** პედაგოგად/რეპეტიტორად მუშაობის სტაჟი ჩაითვლება უპირატესობად;
** თანამედროვე სწავლების მეთოდების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

კომუნიკაბელური, ორგანიზებული, ენერგიული, პასუხისმგებლობის მქონე;
გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: საათობრივი დატვირთვა, მინიმუმ კვირაში 2 დღე, 15 სექტემბრიდან.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპებად:

** პირველი ეტაპი: ტესტირება და გასაუბრება.
** მეორე ეტაპი: ღია გაკვეთილის ჩატარება.

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მითითებულ მოთხოვნებს. 8 ივნისამდე გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: vacancykegakademia@gmail.com და სათაურის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი CV არ განიხილება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |