jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Miniso
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

მაღაზიათა ქსელი "მინისო" მსოფლიოს 100 ქვეყანაში, 5000-ზე მეტი ფილიალითაა წარმოდგენილი და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და წარმატებულ ბრენდად არის აღიარებული. "მინისოს" დახლები 12 კატეგორიის პროდუქციას აერთიანებს და სხვადასხვა ქვეყნის წარმოების, 10, 000-ზე მეტი დასახელების ნივთს იტევს. "მინისო ჯორჯია" საქართველოში 2016 წლის დეკემბრიდან ოპერირებს და დღეის მდგომარეობით 23 მაღაზიით არის წარმოდგენილი.

"მინისო ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ეფექტური მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა;
** მიმდინარე აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
** ფასმაჩვენებლების სიზუსტის კონტროლი;
** პროდუქციის მიღებაში ჩართულობა;
** თაროებზე პროდუქციის განლაგება/მოწესრიგება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** გუნდურობა;
** თავაზიანობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა.

სამუშაო პირობები:

** კვირაში 5 სამუშაო დღე;
** სამუშაო გრაფიკი: 9 საათი, (1 საათი შესვენება);
** ცვლები: 10-19 საათამდე და 13-22 საათამდე;
** მზარდი ანაზღაურების სისტემა;
** ჯანმრთელობის და ზღვევა;
** მოქნილი საბონუსე სქემა;
** თანამშრომლებისთვის ფასდაკლება პროდუქციაზე.

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, იმუშაოთ მეგობრულ გარემოში და გქონდეთ კარიერული ზრდის შესაძლებლობა, მაშინ გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://www.helio-ai.com/apply/if51ic3suwwuuzzn?src=jobs.ge

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |