jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ზეინკალ-ელექტრიკოსი
მომწოდებელი: თელასი
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 22 მაისი

სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს განაცხადების მიღებას სამეურნეო უზრუნველყოფის სამსახურის ელექტრომოწყობილობების რემონტის მე-3 თანრიგის ზეინკალ-ელექტრიკოსის პოზიციაზე (მომსახურების ხელშეკრულებით).

ძირითადი მოთხოვნები

** სპეციალური პროფესიული განათლების დამდასტურებელი დოკუმენტი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** შრომის დაცვის, სახანძრო უსაფრთხოების და უსაფრთხოების ტექნიკის წესები;
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** საშუალო ძაბვის, ელექტროგანათების არმატურის დაშლა, რემონტი და კვანძების დაერთება.
** ელექტრომანქანების, ელექტრო აპარატების და ელექტროდანადგარების კვანძებისა და დეტალების დაერთება საშუალო სირთულის სქემების მიხედვით.
** ელექტროდანადგარების და კაბელების დადუღება, იზოლაცია, დაერთება და გაყვანა.
** საზოგადოების შენობებში ელექტრული კვანძების ავარიების დროული და კვალიფიციური შეკეთება.
** ელექტრული კვანძების, შესაბამისი მექანიზმებისა და ინსტრუმენტების სწორი ექსპლუატაცია.
** ელექტრული კვანძების, კომუნიკაციების გამართული მუშაობის რეგულარული მონიტორინგი და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირადი ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: vakansia@telasi.ge 2024 წლის 22 მაისის ჩათვლით. აუცილებლად ქართულ და რუსულ ენაზე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ თანამდებობა.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |