jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

კომპანია "ელთიბი" ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერი იმპორტიორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბი" - ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ლოკაცია: თორნიკე ერისთავის #21

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში შემოსული მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა/მომსახურება;
** პროგრამაში მუშაობა - ERP (1C);
** პროდუქციის გამოყენების შესახებ რეკომენდაციების გაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება;
** სასურველია გამოცდილება გაყიდვებში.

კომპეტენციები:

** დაგეგმვა და ორგანიზება
** შედეგზე ორიენტირება
** ეფექტური კომუნიკაცია
** პროდუქტიულობა

სამუშო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 09:50-სთ-დან 18:00 სთ-მდე, შაბათი - 09:50 -სთ-დან 14:00 სთ-მდე.
დასვენების დღე - კვირა.

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off)
** თიმბილდინგი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კონსულტანტი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "ელთიბი"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. გისურვებთ წარმატებას.

"ელთიბი" - კომპანია, სადაც შენი შესაძლებლობები ყოველდღე იზრდება!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |