jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ოფის მენეჯერი
მომწოდებელი: ფარმსახლი
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

სააფთიაქო ქსელი "ფარმსახლი" ("ფარმაცევტული სახლი+") 20 წელზე მეტია რაც ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და თანამედროვე სტანდარტებით, წარმატებით ახორციელებს მედიკამენტების, ჰიგიენის და სილამაზის პროდუქტების, ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებების რეალიზებას საქართველოს მასშტაბით. კომპანია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 60 ფილიალით და ქსელი მუდმივად იზრდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

"ფარმსახლში" დასაქმებულია 600-ზე მეტი თანამშრომელი. კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე და მათთვის სასიამოვნო და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაზე.

სააფთიაქო ქსელი "ფარმსახლი" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის #49ბ
სამუშაო გრაფიკი: 10:00სთ-18:00სთ (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** სატელეფონო ზარებსა და ელექტრონული ფოსტაზე დროული რეაგირება, პასუხის გაცემა და შესაბამის პიროვნებაზე გადამისამართება
** შემომავალი/გამავალი კორესპონდენციის და დოკუმენტაციის მართვა
** ოფისში მოსული ნებისმიერი სტუმრის დახვედრა და შესაბამისი დახმარების გაწევა
** სხვადასხვა სახის შეხვედრების, მივლინებების, სტუმრების ვიზიტების შეთანხმება და ორგანიზება
** სხვადასხვა სახის დოკუმენტების, ცნობების და ბრძანებების მომზადება
** ოფისის უზრუნველყოფა ყველა საჭირო საკანცელარიო და ტექნიკური/სამეურნეო ინვენტარით
** თანამშრომლების მხარდაჭერა სხვადასხვა ადმინისტრაციულ საკითხებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

დამატებითი უნარ-ჩვევები:

** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** თავაზიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კორპორატიულ სატელეფონო ლიმიტს;
** სპეციალურ ფასდაკლებებს ვაკის საცურაო აუზზე არსებულ აქტივობებზე
** Fitpass-ის შეთავაზებას;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@pharmhouse.ge გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ოფის მენეჯერი".

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ "ფარმაცევტული სახლი+ში ("ფარმსახლში")გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "ფარმაცევტული სახლი+მა" ("ფარმსახლი") "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე დაარეზერვოს სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის, იმ შემთხვევაში თუ სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე არ იქნება განხილული მოცემულ ვაკანსიაზე.

"ფარმაცევტული სახლი+" ("ფარმსახლი") შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |