jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დემი-შეფი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას დემი-შეფის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი - სრული
სამუშაო ადგილი: დაბა ჩაქვი
უშუალო ხელმძღვანელი - შეფ-მზარეული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შეფ მზარეულის მიერ გაცემული დავალებების ზედმიწევნით შესრულება;
** ყველა შეკვეთას ასრულებს ზედმიწევნით, რეცეპტების შესაბამისად და მინიმალური დანაკარგით;
** კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
** რეცეპტურის დაცვა. საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანა გაუმჯობესება/დახვეწის მიზნით;
** უზრუნველყოს კერძების დროულად მომზადება;
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
** საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, ფუნქციებისა და მოვალეობების გონივრული გადანაწილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** მზა პროდუქციის, ნედლეულისა და ნახევარფაბრიკატების შენახვის წესი და ვადები;
** დაწესებულების შრომითი დისციპლინის მოთხოვნები, შრომის დაცვის, სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმები და მოთხოვნები (HACCP);
** კერძების, სასმელების და სხვადასხვა კულინარიული პროდუქტების მომზადების თანამედროვე ტექნოლოგიები;
** თანამშრომელს უნდა გააჩნდეს გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, პუნქტუალობა და ორგანიზებულობა.

კონკურსის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა;
2. გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დემი-შეფი"

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "დრიმლენდ ოაზისი" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |