შპს "ს მოტორს" 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
შპს "ს მოტორს" მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს, უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ-საპოხ მასალებთან ერთად.
კომპანია "SMOTORS" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: კონსულტანტი
მისამართი: ქ. თბილისი, ვარკეთილი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + გეგმის შესრულების ბონუსი
სამუშაოს აღწერა:
** მაღაზიაში არსებული პროდუქციისა და მახასიათებლების შესწავლა
** პროდუქციით დაინტერესებული მომხმარებლებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება
** სხვადასხვა არხებით (სატელეფონო, სოციალური ქსელი) მიღებულ კითხვებზე დროული რეაგირება და კონსულტაციის გაწევა
** პროდუქციის განლაგება დადგენილი სტანდარტის მიხედვით და მარაგების მართვა
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია გამართული კომუნიკაციის უნარი
** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეების გადარჩევა
** სატელეფონო გასაუბრება
** გასაუბრება ხელმძღვანელთან
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV ელმისამართზე: CV@smotors.ge და სათაურის ველში Subject მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "ს მოტორსისთვის" მიწოდებული ინფორმაცია არის ნამდვილი და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე. რეზიუმე ინახება გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/
გისურვებთ წარმატებას!
შპს "ს მოტორს" - ხარისხი დეტალებშია!