jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დაბრუნების სპეციალისტი
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის, SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას დაბრუნების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ორხევი, თ. ჩანტლაძის #40.
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი - შაბათი 09:00სთ - 18:00სთ;
ანაზღაურება - 1000 ლარი;
ტრანსპორტირება: მ/ს სამგორიდან.

ფუნქცია- მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებიდან პროდუქციის დაბრუნების პროცესში სრული ჩართულობა;
** უკანდაბრუნებული პროდუქციის ვადების, ვიზუალური მხარის, ორგანულ-ლეპტიკური მახასიათებლების,
** რაოდენობის კონტროლი;
** დაბრუნებული პროდუქციის აღრიცხვა ელექტრო მოწყობილობის (პოკეტის) მეშვეობით;
** დაბრუნებული პროდუქციის დახარისხება და შესაბამის სასაწყობე სივრცეებში განთავსება;
** მომწოდებლებისადმი უკანდასაბრუნებელი პროდუქციის აღრიცხვა/დახარისხება;
** პროდუქციის საგადახდო კუთხით ჩამოწერის პროცესში უშუალო ჩართულობა;
** საწყობის შიდა ტერიტორიის მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** აუცილებელია საშუალო/პროფესიული განათლება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** შედეგზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობა;
** დისციპლინა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@gfs.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "დაბრუნების სპეციალისტი", რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

კომპანია ფუდსერვისში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ფუდსერვისის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |