jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: პარტნიორი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 8000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "პარტნიორი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

პირობები:

** გრაფიკი: 11:00-19:00 საათი (დასვენება კვირა)
** ანაზღაურება: 1600 ლარი (net)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში შემოსული და გასული პროდუქციის პროგრამული ასახვა;
** პროდუქციის მოძრაობიდან გამომდინარე ზედნადებების მომზადება;
** პროდუქციის პროგრამული გადაწერის უზრუნველყოფა/rs-ზე ატვირთვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კორექტირებების განხორციელება;
** დისტრიბუციისთვის/პროდუქციის გადაადგილებისთვის საჭირო ყველა აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება და ბორტებზე გადანაწილება;
** პროდუქციის მარაგების პროგრამული კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (Excel) ცოდნა;
** RS.ge მუშაობის გამოცდილება და Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობას.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისა და ოპერატიულად მოქმედების უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტაზე გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |