jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს, "მადარტის" გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!

დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer
გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე!

შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე ამიტომ ნუ გადადებ!

აღნიშნულ სტაჟირებაზე კვალიფიკაციაზე მეტად, პიროვნულ მახასიათებლებს ვანიჭებთ უპირატესობას!

სამუშაო ადგილი: თბილისი - საბურთალო, ნახალოვკა
სამუშაო გრაფიკი: 8 საათი, კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 1000-1300 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
** მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციის ასორტიმენტთან, შიგთავსთან დაკავშირებით;
** მომხმარებლის ინფორმირება მიტანის/შეკვეთის ან სხვა სახის სერვისებთან დაკავშირებით;
** სალაროსთან მუშაობა;
** მიღებული პროდუქციის დათვლა და კონტროლი;
** მიღებული პროდუქციის სწორი თანმიმდევრობით რეალიზაციის უზრუნველყოფა;
** სამუშაო გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა;
** მომსახურების სტანდარტების გაცნობა და დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

ამისათვის შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

** ელფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლცენტრის ან/და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის გადარჩევა;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტთან;
** სტაჟირების ეტაპი ფილიალში.

ჩვენ ვითხოვთ:

** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება სასურველია;
** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარს;
** დროის მართვის უნარი;
** სამუშაო პროცესების დელეგირების უნარი.

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** პარკირების შეუფერხებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@madart.ge

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება. იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელფოსტის მისამართზე: vacancy@madart.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |