ჩვენ, "გზაჯვარედინი", უკვე 16 წელია საქართველოს ბაზარზე ვართ და საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების სფეროს ლიდერ კომპანიას წარმოვადგენთ. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულება - საგზაო ნიშნებისა და მათი საყრდენი კონსტრუქციების წარმოებაა. აგრეთვე ვასრულებთ - შუქნიშნების, საპარკინგე ადგილებისა და გვირაბების მართვის ავტომატური სისტემების, ლითონის თვალამრიდების სამონტაჟო და საგზაო მონიშვნის სამუშაოებს.
"გზაჯვარედინის" ლითონის კონსტრუქციათა საამქროში ვეძებთ შემდუღებელს
ადგილმდებარეობა: თბილისი, გ. ლორთქიფანიძის 122
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ლითონის კონსტრუქციების წარმოების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სასურველია შემდუღებლის სერტიფიკატის ფლობა
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** საამქროში შემოსული ლითონის ნედლეულის ჭრა და გამზადება კონსტრუქციების ასაწყობად
** ლითონის კონსტრუქციების აწყობა და შედუღება
** დამზადებული საგზაო უსაფრთხოების ნიშნების კონკრეტულ ლოკაციაზე გასაგზავნად მომზადება
** საამქროს უფროსის უშუალო დავალებების შესრულება
მნიშვნელოვანია:
** პუნქტუალურობა
** დისციპლინირებულობა
** საქმისადმი პასუხისმგებლობით მიდგომა.
დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელექტრონული ფოსტის მისამართზე - hr@crossroad.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე - 591352255.
წარმატებას გისურვებთ.