მთის კურორტი "განთიადი" ცემში (ბორჯომის რ-ნი) აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
ორგანიზაციის შესახებ:
მთის კურორტი განთიადი" მდებარეობს ბორჯომის პარკიდან 11 კილომეტრში, ბაკურიანის მთის ფერდობზე, სოფელ ცემსა და ტბას შორის. განთავსებულია ბუნებრივ ტყეში და მიეკუთვნება საშუალო მთის კლიმატურ კურორტებს. კურორტი აერთიანებს 70-ნომრიან თანამედროვე სასტუმროსა და 4 ჰექტარ კერძო ტყე-პარკს. სასტუმროს აქვს ღია აუზი, საკონფერენციო დარბაზები, კალათბურთის მოედანი, საბავშვო ოთახი, ლაუნჯ-ბარი და რესტორანი. ტერიტორიაზე მოწყობილია საბავშვო ზონები და სარეკრეაციო დანიშნულების გასართობი სივრცეები.
რას გთავაზობთ ჩვენ?
** საინტერესო თავგადასავალს მასპინძლობის სფეროში;
** პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
** მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ ანაზღაურებას
** კვებას
** ტრანსპორტირებას (ბორჯომიდან),
** სწავლება-ტრენინგებს და განვითარების სხვა შესაძლებლობებს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროს კვების სივრცეში მომსახურების უზრუნველყოფა;
** სტუმრების მომსახურება მაგიდებთან;
** სასადილო სივრცის დასუფთავება;
** ჭურჭლის გატანა, დახარისხება, ასევე - რეცხვის შემდგომ - გაპრიალება და დახარისხება;
** მითერის როლის შესრულება საჭიროების შემთხვევაში;
** სასადილო სივრცეში მიმდინარე პროცესების გაკონტროლება და შესაბამისი სერვისის გაწევა.
ძირითადი მოთხოვნები :
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (ინგლისური ან სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კანდიდატი უნდა იყოს ენერგიული, შრომისმოყვარე, მოწესრიგებული და ხალისიანი;
** უნდა ფლობდეს კომუნიკაციის კარგ უნარებს, იყოს პუნქტუალური, მოწესრიგებული, თავაზიანი და მეგობრული, როგორც სტუმრების, ასევე - კოლეგების მიმართ;
** უნდა ჰქონდეს ექსტრემალურ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** მაღალი დატვირთულობის დროს შეინარჩუნოს სიმშვიდე და ადაპტირდეს მოთხოვნის შესაბამისად.
შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება
პირობები:
** სამუშო გრაფიკი თითოეულ პოზიციაზე იქნება განხილული ინდივიდუალურად.
** გამოსაცდელი ვადა 3 თვე.
** ანაზღაურება იქნება განხილული კანდიდატის გამოცდილებისა და უნარების შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: kbeletskaia@gmail.com და დასახელებაში (SUBJECT) მიუთითეთ კონკრეტული პოზიციის დასახელება.