სამშენებლო კომპანია უსფ "ბრიტანია ქონსთრაქშენ" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება/კონტროლი.
** ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტების აღრიცხვა და კონტროლი.
** სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა და კონტროლი.
** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი.
** ხელფასების აღრიცხვა.
** პერიოდულ აღწერებსა და ინვენტარიზაციების დაორგანიზება.
მოთხოვნები:
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** პროგრამა ORIS ს ცოდნა
** პრიორიტეტულია ACCA-ის სერტიფიკატი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
** დროის მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
შრომის ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია დასაქმებულის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: info@britania.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე 557 777347