jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ფიტნეს ფორმულა
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 9 მაისი

საკვები დანამატების და ვიტამინების მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელი "ფიტნეს ფორმულა" იწყებს საქართველოს ბაზარზე ოპერირებას. კომპანია 25-მდე მაღაზიით უკვე წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყანაში, რომლის მთავარი მიზანი ადამიანთა ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზებაა.

მათთვის, ვისაც აინტერესებს და აქვს სურვილი პროფესიონალურ დონეზე შეისწავლოს აღნიშნული სფერო, "ფიტნეს ფორმულა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე და სრულად უზრუნველყოფს დასაქმებულთათვის საჭირო ტრენინგ-კურსის გავლას. ტრენინგი გულისხმობს ნუტრიციოლოგიის საფუძვლების შესწავლას და ყველა სხვა საჭირო საინფორმაციო მასალის მიწოდებას.

სამუშაო ადგილი: "აქსის თაუერსი", თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.37
სამუშაო გრაფიკი: 11:00-დან 21:00-მდე, (შესვენება 1, 5 საათი) თვეში 15 დღე (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)
ანაზღაურება: საწყისი 800 ლარი (NET) + ბონუსი

მოვალეობები:

** მომხმარებლის საჭიროებების გამოვლენა და პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება, მათ შორის სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი
** პროდუქციის მიღება, თაროზე განთავსება და შესაბამისი მარაგის მუდმივი კონტროლი და შევსება საჭიროებისამებრ
** ონლაინ შეკვეთებისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება
** მაღაზიაში შემომავალ ზარებზე პასუხი და მომხმარებლის ინფორმირება
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია

მოთხოვნები:

** მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება
** მოტივირებული და პუნქტუალური; ორგანიზებული და კომუნიკაციის კარგი უნარების მქონე
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არასავალდებულოა
** ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 599 900-927 ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: info@fitnessformula.ge

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |