jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: რესტორნის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას რესტორნის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი - სრული
სამუშაო ადგილი - ჩაქვი
უშუალო ხელმძღვანელი - კვების და სასმელების დეპარტამენტის დირექტორი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** რესტორნის ყოველდღიური ოპერაციების კონტროლი, ეფექტურობა და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა;
** გუნდის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება და შემდგომ ყოველდღიური მართვის უზრუნველყოფა კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად;
** გაყიდვების ზრდასთან და სერვისის გაუმჯობესაბასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინირება;
** მარაგის კონტროლი, შეკვეთების განთავსება საჭიროებისამებრ მარაგის დონის შესანარჩუნებლად;
** სტუმრების შეკითხვებზე, საჩივრებზე სწრაფი და პროფესიონალური რეაგირება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების პერიოდული დატრენინგება და შეფასება;
** რესტორანში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების დაცვა;

საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები:

** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წელი
** საბანკეტო ღონისძიებების მართვის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** HACCP-ის სტანდარტებისის ცოდნა
** სასურველია პროგრამა FMG-ის კარგად ცოდნა
** რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართული კომუნიკაციის უნარი.
** სავალდებულოა თანამშრომელს ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდურად მუშაობის უნარი, დროის მართვის უნარი, , იყოს ემპათიური, მიუკერძოებელი და სამართლიანი.

შერჩევის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რესტორნის სუპერვაიზერი"

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია"დრიმლენდ ოაზისის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/ რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს გაეცნოთ თქვენს შესახებ ჩვენს მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებს, მოითხოვოთ მათი განახლება, ცვლილება ან განადგურება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |