jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მონოლით ჯგუფი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "მონოლით ჯგუფი" აცხადებს გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას.

ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული + ბონუსი
ჯამური საშუალო შემოსავალი: 3000-10000 ლ.

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება პროექტების შესახებ;
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან შეხვედრა (ოფისში ან სამშენებლო ობიექტზე), შეთავაზების მომზადება, პირობების შეთანხმება.
** Facebook-ზე, WhatsApp-ზე, Viber-ზე და მეილზე შემოსული ლიდების CRM-სისტემაში გადაყვანა, პოტენციურ კლიენტებთან ზარების განხორციელება, შემოსულ ზარებზე პასუხი/გადამისამართება, წერილებისა და გამოტოვებული ზარების გადამოწმება და ბაზაში ასახვა;
** კომპანიის მომხმარებელთა ბაზის დამუშავება;
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა და დასრულება (end to end process);
** გაყიდული ბინების შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაციის, მათ შორის ყოველთვიური გადახდის კონტროლი, აღრიცხვა/რეპორტინგი;
** Facebook-ზე, Instagram-ზე შემოსულ შეტყობინებებზე და კომენტარებზე პასუხის გაცემა.
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა;
** ხელმძღვანელის მითითებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების გაზრდას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება (სასურველია უძრავი ქონების მიმართულებით);
** CRM (bitrix) - სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია, ეფექტიანი მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

პიროვნული უნარები: გუნდური, შედეგზე ორიენტირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, კომუნიკაბელური, მოტივირებული, პროცესებისა და დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@monolith.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

"მონოლით ჯგუფისთვის" მიუღებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, როგორც კანდიდატების კვალიფიკაციის განხილვის, ასევე შრომითი ურთიერთობის ეტაპზე.

წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით შპს "მონოლით ჯგუფი პლუსის" და მისი ჯგუფის კომპანიების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენი დასაქმების მიზნებისთვის და ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა, ასევე დამუშავდეს, ჩვენს ორგანიზაციაში მომავალ სამუშაო შესაძლებლობებზე ინფორმირებისა ან სხვა პოზიციაზე დასაქმების მიზნით, თუ თქვენი მხრიდან არ არის მსგავს შემთხვევებზე თანხმობა გამოხმობილი.

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს უსაფრთხოდ, ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ შესაბამისი პერსონალისთვის და ისინი შეინახება გონივრული ვადით. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი მონაცემების სისწორეზე, ნებისმიერმა ცრუ ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი განაცხადის უარყოფა ან დასაქმების შემდგომ დისციპლინური პასუხისმგებლობა.

თქვენ გაქვთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება. თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით შეკითხვების/მოთხოვნების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელფოსტაზე: hr@monolith.ge



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |