jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ბარამბო
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / განცხადების ვადა: 7 მაისი

შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარსა და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ქვემოთ მოცემულია აღნიშნული პოზიციისთვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია, აუცილებელი პიროვნული თვისებები და თანამდებობით განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები:

ძირითადი ფუნქციებია:

** მომწოდებლებთან ურთიერთობა/მოლაპარაკებები;
** დოკუმენტაციის მართვა;
** შეკვეთების განხორციელება;
** საბაჟოსთან ურთიერთობა;
** ამ პოზიციაზე მუშაობისთვის საჭიროა:
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია რუსულიც)
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია მსგავსი სამუშაო გამოცდილება.
** სტაბილური დასაქმების სურვილი;

გთავაზობთ:

** დასაქმებას მზარდ-სტაბილურ კომპანიაში.
** სამუშაო დრო-კვირაში 40 საათი 5/2
** სამუშაო ადგილი: ნატახტარი.

გთხოვთ, CV გამოგვიგზავნეთ მეილზე hr@barambo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 7 მაისი.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |