jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ლიფტის ტექნიკოსი
მომწოდებელი: საქართველოს ლიფტების კომპანია
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

"საქართველოს ლიფტების კომპანია" 2008 წლიდან ახორციელებს ლიფტების და ამწე-მექანიზმების იმპორტს და მონტაჟს საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში. დაარსებიდან დღემდე, შესრულებული გვაქვს ასობით სხვადასხვა სირთულის და სპეციფიკის პროექტი. კომპანიის პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს უზრუნველყოფს ტექნიკური პერსონალის და მენეჯმენტის მუდმივი გადამზადება ბრენდი პარტნიორების ბაზაზე, რაც პირდაპირ აისახება მომსახურების ხარისხზე.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ http://www.lift.ge

შპს "საქართველოს ლიფტების კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ლიფტის ტექნიკოსის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ფალიაშვილის N61.

მოვალეობა და პასუხისმგებლობა:

** ტექნიკური განათლება ან/და პრაქტიკული გამოცდილება (სასურველია ლიფტის ტექნიკოსი)
** სამუშაო გამოცდილება იგივე, ან მონათესავე სფეროში
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
** საკუთარი ავტომობილის ყოლა ჩაითვლება უპირატესობად

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა და სწრაფი რეაგირების უნარი
** შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** მზარდ ხელფასს
** კვალიფიკაციის ამაღლებას
** კომფორტული სამუშაო გარემოს
** კარიერული და პროფესიული ზრდას

თუ თვლით, რომ ხართ შესაბამისი კანდიდატი გამოაგზავნეთ CV ელფოსტაზე: info@lift.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |