jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: რესეფშენის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო Georgia Gold
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

ქალაქ გორის ცენტრში მდებარე სასტუმრო "Georgia Gold" აცხადებს ვაკანსიას რესეფშენის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მისამართი: ქ.გორი სტალინის 26ა

ჩვენ გთავაზობთ:

მშვიდ და სასიამოვნო გარემოს, თქვენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკსა და ჩვენი გუნდის სრულ მხარდაჭერას თქვენი კარიერული განვითარებისთვის.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების გულთბილად მიღება, რეგისტრაცია და კომპანიის ბაზაში აღრიცხვა;
** სტუმრებთან თავაზიანი ურთიერთობა და მათ მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება;
** სტუმრებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, და ადმინისტრაციული მხარდაჭერა
** სალარო ოპერაციების წარმოება კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად;
** შემოსული სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებები მიღება, და შესაბამისი, დროული რეაგირება
** სასტუმროში მოქმედი სხვა სერვისების დაინტერესებული პირებისთვის შეთავაზება და გაცნობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;

სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის, ყველა პროფესიული მოთხოვნისა და ფუნქცია-მოვალეობებისთვის საჭირო უნარ-ჩვევის გამომუშავებაში ჩვენი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი დაგეხმარებათ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ან საკონტაქტო მონაცემები შემდეგ ელ.ფოსტაზე: hotel.georgia.gold@gmail.com



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |