jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ონლაინ გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Laptops.ge
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

კომპანია "eComm" წარმოდგენილია ონლაინ პლატფორმით "Laptops.ge", სადაც მომხმარებლებს ვთავაზობთ კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის დიდ არჩევანს ყველა სეგმენტისთვის. Laptops.ge მე-4 წელია წარმატებით ოპერირებს საცალო და კორპორაციულ სეგმენტზე.

პოზიცია: ონლაინ გაყიდვების მენეჯერი

ვაკანსიის შესახებ:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ალ. ყაზბეგის 12ა
** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 სამუშაო საათი
** ანაზღაურება: 1, 800₾-დან (დარიცხული)
** სამუშაო დრო: 10:00-დან 19:00 საათამდე

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის ონლაინ გაყიდვების პროცესის წარმართვა;
** შემოსული შეკვეთების და მოთხოვნების დამუშავება (კორპორაციული, საცალო);
** პარტნიორებთან ურთიერთობა (სერვისის და პროდუქციის მომწოდებელი კომპანიები, ბანკები, საკურიერო სერვისები და სხვა);
** საკუთარი და პარტნიორების პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების დეტალური შესწავლა.

გამოცდილება და უნარები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ანალიტიკური, კრეატიული და ლოგიკური აზროვნება.

პიროვნული თვისებები:

** ენერგიული და კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური და მოწესრიგებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობიანი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@laptops.ge. სათაურის ველში მიუთითეთ "ონლაინ გაყიდვების მენეჯერი". აპლიკაციას დაურთეთ რამდენიმე წინადადება, სადაც განგვიმარტავთ თუ რატომ შეეფერებით ამ პოზიციას.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |