jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ასისტენტი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 6 მაისი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ასისტენტის პოზიციაზე თბილისში.

კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.

კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში.

კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება;
** Fit Pass;
** ტრენინგები.

ფუნქცია-მოვალეობები:

** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;
** საწყობის მართვის პროგრამის (WMS) დანერგვაში მონაწილეობა. წარმოქმნილ პრობლემებზე ოპერატიული რეაგირების მოხდენა და აღმოფხვრა;
** ახალი პროგრამული მოთხოვნების გაანალიზება და დახმარება ჩვენი ძალებით, ან მხარდამჭერი კომპანიის ჩარევით, ან დროებით დაქირავებული კომპანიის დახმარებით;
** მომხმარებლების მიერ პროგრამაში დაშვებული შეცდომების კონტროლი და გასწორება;
** ტრენინგების ჩატარება;
** გამოცდების ჩატარება;
** სასწავლო მასალების მომზადება;
** საგამოცდო მასალის მომზადება;
** შესრულებული სამუშაოების და შესაბამისი შედეგების შესახებ ინფორმაციის (ზეპირსიტყვიერად და/ან წერილობითი) წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** აუცილებელია Excel-ის ცოდნა;
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV აღნიშნულ ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |