jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სამგზავრო ავია გადაზიდვების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Georgian Travel Group
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 6 მაისი

IATA-ში აკრედიტებული ტურისტული კომპანია "Georgian Travel Group" აცხადებს ვაკანსიას სამგზავრო ავია გადაზიდვების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ავიაბილეთების დაჯავშნა და რეალიზაცია;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
** მომხმარებელთან ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, შემდგომი შენარჩუნება და განვითარება;
** კომპანიაში მიმდინარე პროცესებში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ავიაბილეთების და სხვა ავიამოცულობების გაყიდვებში მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ავიამოცულობების დაჯავშნის და გლობალურ რეალიზაციის სისტემების (Amadeus, Gabriel ან სხვა) ცოდნა და კვალიფიციური მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, დამატებით რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Outlook) ცოდნა.

სამუშაო განაკვეთი: სრული
შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: jobs@cometogeorgia.net

გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |