jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ცურ გრუპი
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 6 მაისი

კომპანია "Tsur group" არის ებრაულ - ქართული ჰოლდინგი. ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2020 წლიდან. ჰოლდინგში გაერთიანებულია სხვადასხვა განხრით მოწინავე კომპანიები.

ჰოლდინგში შემავალი კომპანიებია: შპს "არომაკო", შპს "ბიზნეს ლაბორატორია", შპს "ნამი 8", შპს "ინოტეკი", შპს "ჯორჯიან ინვესტმენტ", შპს "ბი იო", შპს "მელიქიშვილის ბიზნეს ცენტრი".

ჰოლდინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://tsur-group.com/en

კომპანია "Tsur group"-ის დეველოპერული პროექტისთვის ვეძებთ გუნდის ახალ წევრს უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: სრული

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass.

მოვალეობები:

** გაყიდვების მიზნით შემოსულ ლიდებზე მუშაობა;
** პოტენციური და დაინტერესებული კლიენტებისთვის დეველოპერული პროექტის შესახებ დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის სურვილების და საჭიროებების მკაფიოდ ჩამოყალიბება/განსაზღვრა;
** დაინტერესებულ პირებთან ერთად ობიექტის დათვალიერება;
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** კლიენტებთან ინდივიდუალური გადახდის გეგმის შედგენა და შემდგომი კომუნიკაცია;
** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი (ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობასა და გაყიდვების შედეგებზე);
** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა.

თუ ამ ყველაფერს იზიარებ და გინდა ჩვენი გუნდის წევრი გახდე, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@tsur-group.com და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |