jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უმცროსი შემფასებელი - ანაზღაურებადი სტაჟირება
მომწოდებელი: ავტო დეტალ სერვისი
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 6 მაისი

კომპანია "ავტო დეტალ სერვისი" 2013 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, მას გააჩნია მომსახურების მრავალწლიანი გამოცდილება! მისი ძირითადი საქმიანობაა, როგორც დაზიანებული ავტომობილის აღდგენის ღირებულების, ასევე საბაზრო და ნარჩენი ღირებულების დათვლა. ხოლო საქმიანობის შედეგი გახლავთ კმაყოფილი მომხმარებელი, კმაყოფილი პარტნიორი ორგანიზაციები.

კომპანია ორიენტირებულია მუდმივ ზრდაზე, გამოირჩევა ძლიერი გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს: სამართლიანობა, მაღალი პროფესიონალიზმი + მაღალი პასუხისმგებლობა!

კომპანია "ავტო დეტალ სერვისი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას უმცროსი შემფასებლის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი/დიღომი.

ჩვენ შეგასწავლით:

** ავტოტრანსპორტის დათვალიერება/დასურათებას;
** დაზიანებული ავტომობილების აღდგენისთვის საჭირო პროცესების განსაზღვრას (შესაბამისი კომპეტენციების მქონე თანამშრომლების დახმარებით)

მთავარია:

** იყოთ მოტივირებული
** გქონდეთ საავტომობილო სფეროში განვითარების სურვილი
** მანქანის მართვის გამოცდილება
** იყოთ პასუხისმგებლობიანი და შეგეძლოთ გუნდთან მუშაობა

ანაზღაურება:

** განიხილება ინდივიდუალურად
** სამუშაო განაკვეთი - სრული

თუ თვლით, რომ გსურთ ამ სფეროში განვითარდეთ, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Varamashvilimariami@gmail.com

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |