jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სამეურნეო შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (https://nova.ge/) აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ძირითადი საშუალების ინვენტარიზაცია;
** ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის პროგრამული ასახვა;
** მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა და ადმინისტრაციული შესყიდვების უზრუნველყოფა;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** სატრანსპორტო გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება / კონტროლი;
** ავტო-სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების (შეკეთება, საპოხი საშუალებების შეცვლა და ა.შ.) ორგანიზება;
** საწვავის აღრიცხვა და ხარჯვის კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშის ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების ან ლოჯისტიკის მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება, სასურველია მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რომელიმე ბუღალტრული პროგრამის ცოდნა;
** მართვის მოწმობა.

პიროვნული თვისებები:

** ლიდერობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი - სრული;
** ანაზღაურება - შეთანხმებით;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 5 მაისი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე HR@nova.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება).

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |