jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: New Yorker
გამოქვეყნდა: 17 მაისი / განცხადების ვადა: 17 ივნისი

ევროპის ერთ-ერთ უდიდეს მოდის ბიზნესს NewYorker -ს აქვს 1000-ზე მეტი მაღაზია 40 ქვეყანაში, 1971 წელს ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ ფლენსბურგში გაიხსნა პირველი ფილიალი, რომლის შემდეგ NewYorker-ს არასოდეს დაუხევია უკან.

სამომავლო მიზნობრივი ინვესტიციებით საქართველოს ბაზარზე NewYorker- ის პირველი ფილიალი 2013 წელს გამოჩნდა Tbilisi Mall-ის სავაჭრო ცენტრში, შემდეგ 2013 წელს East Point, 2017 წელს Galleria Tbilisi, 2019 წელს Saburtalo City Mall, 2019 წელს ბათუმში Metro City Mall, 2024 წელს Gldani City Mall.

საქართველოში NewYorker-მა შექმნა არა მხოლოდ ახალი სამუშაო ადგილები, არამედ ჩამოყალიბდა ერთ-ერთ პირველ კომპანიად მოდის ბიზნესსში.

"NewYorker" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე საბურთალო სითი მოლის ფილიალში:

მოთხოვნები:

** მსგავს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** აქტიურ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური, თავაზიანი, დეტალებზე ორიენტირებული.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო სექციის მომზადება და სამუშაო ზონის მუდმივ გამართულობაზე ზრუნვა;
** ფილიალის გაყიდვების, შიდა ფასდაკლებების/აქციების და სხვადასხვა შიდა პროცედურის ცოდნა;
** მომხმარებლის თითოეულ თხოვნაზე ოპერატიული რეაგირება და მათთვის საუკეთესო სერვისის შეთავაზება;

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი, 2 დღე დასვენება
ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი
სამუშაო ადგილი: ვაჟა-ფშაველას გამზ.70 საბურთალო სითი მოლი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში
** სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს.
** კონკურენტულ ხელფასს

ფასდაკლებებს პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ მისამართზე: paneuropeanfashiongroup@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების კონსულტანტი საბურთალოს ფილიალი".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |