jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აწარმოე საქართველოში
გამოქვეყნდა: 2 მაისი / განცხადების ვადა: 21 მაისი

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" აცხადებს გამარტივებულ კონკურსს შესყიდვების მენეჯერის ვაკანსიაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება, განხორციელება და ანგარიშგება;
** სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფორმირება, გეგმის პროექტის მომზადება, დასამტკიცებლად წარდგენა და სისტემაში განთავსება;
** სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისთვის აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, ბაზრის კვლევის ჩატარება და სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
** შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში, მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება;
** გაფორმებული ხელშეკრულებების ანგარიშგების კონტროლი და ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა;
** სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება, მათი ვადებისა და შესასყიდი ობიექტების რაოდენობების კონტროლი;
** ელექტრონული ტენდერის სატენდერო პროცედურასთან დაკავშირებული კორესპონდენციის და სხვა მასალების მომზადება/გაგზავნა/განთავსება;
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება.

განათლება: უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) - უპირატესობა მიენიჭებათ ბიზნესის ადმინისტრირების/ეკონომიკის/ფინანსების მიმართულებით ბაკალავრის ხარისხის მქონე კანდიდატებს;

სამუშაო გამოცდილება:

** ადმინისტრაციულ ორგანოებში შესყიდვების მიმართულებით ან სახელმწიფო შესყიდვების სფეროში შემსყიდველის პოზიციაზე ** მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენა: ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;

საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** სახელმწიფო შესყიდვების მომზადების პროცესის ორგანიზება;
** ბაზრის კვლევის ჩატარება;
** საქმიანი დოკუმენტაციის წარმოება;
** სამართლებრივი დოკუმენტაციის ანალიზის უნარი;
** მაღალი ანალიტიკური უნარები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@enterprise.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "შესყიდვების მენეჯერი".

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 21 მაისი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადამიანური რესურსების მენეჯერს, მარიამ ნოზაძეს: 599 720112.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |